მთავარისიახლეებისერბეთის პარლამენტში კვამლის ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი ისროლეს - დაშავდა 2 დეპუტატი

სერბეთის პარლამენტში კვამლის ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი ისროლეს – დაშავდა 2 დეპუტატი

Published on

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი ისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

საკანონმდებლო სესიაზე, მას შემდეგ, რაც მმართველმა კოალიციამ სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) ხელმძღვანელობით დღის წესრიგი დაამტკიცა, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარლამენტის სპიკერისკენ გაიქცა და დაცვის თანამშრომლებს შეეჯახა. სხვებმა კი კვამლის ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გაუშვეს.

სპიკერის, ანა ბრნაბიჩის განცხადებით, მომხდარის შედეგად ორი დეპუტატი დაშავდა. მათგან ერთმა, SNS პარტიიდან, იასმინა ობრადოვიჩმა ინსულტი განიცადა, ის კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ოპოზიციონერები ვადამდელ არჩევნებსა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...