მთავარისიახლეები"მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ" -გიორგი ბაჩიაშვილი წერს, რომ...

“მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ” -გიორგი ბაჩიაშვილი წერს, რომ საქართველო დატოვა

Published on

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი წერს, რომ საქართველო დატოვა.

გარდა ამისა, როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, მიიღო “სანდო ინფორმაცია მის უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ”.

“უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ. საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამეტ ერტადერთი საღი გამოსვალია.

ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული, და კანონთან შეუსაბამო პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. ამ უსამართლობას ხელმძღვანელობენ სანქცირებული ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, მათ შორის: მოსამართლე გიორგი გელაშვილი, სასამართლოს ხელმძღვანელები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. თითოეული მათგანი, ვინც ამ პოლიტიკურ რეპრესიაში და გამოძალვაშია ჩართული, უკვე სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მთავრობების მიერ. ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს, და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჯახები ივანიშვილის კორუმპირებულ მანქანას.

გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ – საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომითვალა. ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ, და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.

ჩემი წასვლა არა დანებება, არამეტ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში, ჩემი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს. ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ჩვენ ვერ გაგვტეხავენ და ვერ შეგვაჩერებენ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ – ჩვენ გვაქვს სიყვარული!”, – წერს გიორგი ბაჩიაშვილი.

მანამდე, 25 თებერვალს ბაჩიაშვილს “მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალდება წაუყენეს.

სიახლეები

15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში და­კარ­გუ­ლი 15 წლის მო­ზარ­დი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ არას­რულ­წლო­ვანს ოჯა­ხი და...

Washington Post- “აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა”

ამერიკული გამოცემა Washington Post საქართველოს შესახებ სარედაქციო სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ „ქართული ოცნების“...

პაპუაშვილი 26 მაისის აქციაზე- რადიკალური ოპოზიციისთვის განაჩენი იყო

ვფიქრობ, 26 მაისის საღამო ფინალური აკორდი იყო იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს...

რუსეთი სომხეთს დაემუქრა, რომ თუ EU-სთან დაახლოებას გააგრძელებს, გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

რუსეთმა სომხეთი გააფრთხილა, რომ შესაძლოა რესპუბლიკისთვის ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ალმასების მიწოდების შესახებ...