მთავარისიახლეებიმაკრონი საფრანგეთთან ერთად უკრაინას და რუსეთს ერთთვიან ზავს სთავაზობს

მაკრონი საფრანგეთთან ერთად უკრაინას და რუსეთს ერთთვიან ზავს სთავაზობს

Published on

უკრაინის სამშვიდობო გეგმა მზად არის. ინგლისში გამართული უსაფრთხოების სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაასახელა, რომელიც ევროპელმა ლიდერებმა სამიტის ფარგლებში, დახურულ კარს მიღმა მიიღეს.

ემანუელ მაკრონი დიდ ბრიტანეთთან ერთად უკრაინას და რუსეთს სთავაზობს, ერთ თვიან სამშვიდობო ზავს მიაღწიონ. საუბარი როგორც საჰაერო ასევე სახმელეთო თავდასხმების შეწყვეტაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ამ ვადაში მათ რუსეთთან სამშვიდოგი შეთანხმების მიღწევაზე უნდა იმუშაონ.

მაკრონის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ევროპა გეგმავს, უკრაინაში საკუთარი ჯარები განალაგოს, რათა ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იქნას.

ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ძალიან რთული იქნება იმის დადასტურება, რომ ფრონტის გასწვრივ (ბრძოლას) პატივს სცემენ. უახლოეს კვირებში უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული ჯარები არ იქნება. საკითხავია, როგორ გამოვიყენოთ ეს დრო, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას მოლაპარაკებებით, რომელსაც რამდენიმე კვირა დასჭირდება, შემდეგ კი, მშვიდობის შესახებ ხელმოწერის შემდეგ განლაგება მოხდება, – განაცხადა მარკონმა.

2 მარტს დიდმა ბრიტანეთმა უმასპინძლა სამიტს „ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად“, რომელიც მიეძღვნა ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის ფონზე. ღონისძიებას ევროპელი ლიდერები, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....