მთავარისიახლეებისაზოგადოებაპაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ რომ EU-ს 27-ვე დედაქალაქში “ოცნებისთვის“ სანქციების შემოღებაზე მსჯელობენ

პაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ რომ EU-ს 27-ვე დედაქალაქში “ოცნებისთვის“ სანქციების შემოღებაზე მსჯელობენ

Published on

ახალი შეტევა ევროკავშირზე – EU-ს ელჩი ხელისუფლების სამიზნე მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა, როდესაც მან თქვა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები მსჯელობენ, დაუწესონ სანქციები ქვეყანაში ძალადობის გამო პასუხისმგებელ პირებს.

ჰერჩინსკიმ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 27-ვე დედაქალაქში ახლა სწორედ სანქციებზე მსჯელობენ, რათა მოხდეს რეაგირება იმ ძალადობის გამო, რასაც გასული თვეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირის 27 დედაქალაქს შორის მიმდინარეობს მსჯელობა სანქციების შემოღების შესახებ, რომლებიც მიმართული იქნება იმ პირების წინააღმდეგ საქართველოში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ამ ეტაპზე, ერთსულოვნება ჯერ არ არსებობს, მაგრამ მუშაობა გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ კონსენსუსი იქნება მიღწეული, – აღნშნა ჰერჩინსკიმ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...