მთავარისიახლეებისამართალიაქცია პროკურატურასთან - ცოლის გაუპატიურებაში ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

აქცია პროკურატურასთან – ცოლის გაუპატიურებაში ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

Published on

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებულ დავით ჟორჟოლიანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლო დღეს განაჩენი გამოუტანა – დამნაშავეს თავისუფლება 7 წლის ვადით აღეკვეთა. შესაბამისი გადაწყვეტილება  მოსამართლე დავით გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილება ჟორჟოლიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის საოლქო პროკურატურის წინ გააპროტესტეს. ისინი საქმის პროკურორთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უწყებიდან მათ არავინ გამოხმაურებიათ. ოჯახის განცხადებით, საქმის დეტალები გაყალბებულია და ისინი მეორე მხარის ადვოკატს ჯიტა გულუას და საქმის პროკუროროს მაია ჯაბუას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. ამასთან, ოჯახი აპირებს უჩივლოს ჯიტა გულუას, რადგან მიაჩნიათ, რომ  საქმე პროკურორის და მეორე მხარის ადვოკატის შეკერილია. სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ჟორჟოლიანების ოჯახი შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ოჯახის ბრალდებებზე კომენტარი დაზარალებულის ადვოკატმა ტელეკომპანია ოდიშთან გააკეთა. ჯიტა გულუას განცხადებით, სასამართლომ მოსამართლე დავით გელაშვილის თავმჯდომარეობით სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება დამნაშავის ოჯახის წევრების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, ადვოკატ ჯიტა გულუას განცხადებით ეს ცრუ ბრალდებაა. დავით ჟორჟოლიანის წინააღმდეგ საქმე მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე  და 138 -ე მუხლებით აღიძრა, რომელიც ძალადობას და  სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გაუკუღმართებული ფორმით გულისხმობს.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...