მთავარისიახლეებისაზოგადოება"ამ დროისთვის, დაუზუსტებელი მონაცემებით, საჯარო სამსახურიდან დაახლოებით 400 პირია გათავისუფლებული" - TI

“ამ დროისთვის, დაუზუსტებელი მონაცემებით, საჯარო სამსახურიდან დაახლოებით 400 პირია გათავისუფლებული” – TI

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, საჯარო სამსახურიდან უკვე დაახლოებით 400 პირი გაათავისუფლეს.

“საჯარო უწყებებიდან გათავისუფლებების მხრივ ლიდერობენ იუსტიციის სამინისტროს სსიპები, მათ შორის, საჯარო რეესტრის სააგენტო, პრობაციის სააგენტო და იუსტიციის სახლი. გათავისუფლებების ტემპებით მალე მათ ასევე დაეწევა თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია. რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროში და თბილისის მერიაში, საიდანაც თანამშრომლებს უკვე მიუვიდათ შეტყობინება შესაძლო გათავისუფლების შესახებ. მიმდინარეობს სსიპ პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც 10 მარტს უნდა დასრულდეს. ასევე მიმდინარეობს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც 2025 წლის 1 აპრილს დასრულდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქტიურად არის ჩართული ყოფილი საჯარო მოსამსახურეებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის პროცესში: დღეისათვის სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული 11 პირის სახელით; მომზადების პროცესშია კიდევ 8 სარჩელი;კონსულტაცია გავუწიეთ 70-ზე მეტ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, TI-ის ცნობით, 2024 წლის დეკემბერში დაფუძნდა “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი” – მიზეზი ოლიგარქის პარტიის ანტიდასავლური გადაწყვეტილების გამო საჯარო მოსამსახურეების მიერ გამოთქმული პროტესტი და მათ წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიებია.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პროფკავშირის 36-მა დამფუძნებელმა საჯარო რეესტრის სააგენტოს რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა, თუმცა 2024 წლის 26 დეკემბერს რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა. განაცხადი მიმდინარე წლის 18 თებერვალსაც დარეგისტრირდა, მაგრამ რეესტრმა ის ახლაც შეაჩერა.

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...