მთავარისიახლეებისაზოგადოებასუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

Published on

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ.
მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.
დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას.
სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გეკა გელაძე“ – განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
 გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს ფეისბუქით გაავრცელა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიმდინარე წლის აპრილში დაინიშნა და მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა

სიახლეები

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რომ რუსეთში დიზელის საწვავის ობიექტებზე დარტყმა შეწყვიტოს

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, რომ რუსეთში დიზელის საწვავის ობიექტებზე...

ზელენსკიმ ყოფილ პრესსპიკერს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს. 13 სექტემბერს გამოცემული ბრძანებით,...

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...