მთავარისიახლეებიეკონომიკათუ ერთზე მეტი საცხოვრებელი არა გვაქვს, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას...

თუ ერთზე მეტი საცხოვრებელი არა გვაქვს, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას ვეღარ შევძლებთ – ეს და სხვა ცვლილებები სესხების გაცემის ახალ დებულებაში

Published on

 სესხის დაფარვის წესში ცვლილებების შეტანა იგეგმება.  –  ეროვნული ბანკი „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების" პროექტზე მუშაობს.
დოკუმენტი ადგენს სესხის გაცემის კრიტერიუმებს , რომელთა შესრულებაც დებულების დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის სავალდებულო იქნება.
 
სესხის მომსახურების კოეფიციენტი მსესხებლის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.
 
კერძოდ, სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, 500 ლარის ან უფრო ნაკლები თვიური შემოსავლის შემთხვევაში სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 15% უნდა იყოს. შესაბამისად, გამოდის რომ 500 ლარიანი შემოსავლის შემთხვევაში, სესხის დაფარვაზე მსესხებელი ყოველთვიურად 75 ლარზე მეტს არ უნდა იხდიდეს. 
 
500-დან 1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში, მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 20%,  ანუ ეს  იმას ნიშნავს, რომ  თუ თქვენ  ყოველთვიური  შემოსავალი გაქვთ 800 ლარი, ყოველთვიური დაფასარი თანხა 160 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.  
 
სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 2 000 შემოსავალზე – 25% უნდა იყოს; 2 000-4 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში – 30%; 4 000-8 000 ლარის ფარგლებში – 35%; 8 000-დან 16 ათას ლარამდე ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში – 40% უნდა იყოს; 16 ათასი ლარის ზევით კი სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
 
 ეროვნული ბანკის ახალ დებულებაში აღნიშნულია, რომ პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი  სესხის აღებას ვეღარ შეძლებს. 
 
„როდესაც მსესხებელს/თანამსესხებელს არ გააჩნია მიმდინარე შემოსავლები, ან/და სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ მსესხებლის თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი არ არის ჩატარებული, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლის/თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც მისმიერ როგორც საცხოვრებელი გამოიყენება,“-აღნიშნულია დოკუმენტში. 
 
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს,  ამიტომ საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შეიძლება შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს დაექვემდებაროს.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...