მთავარისიახლეებიპრეზიდენტზე თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია - ბაჩიაშვილი

პრეზიდენტზე თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია – ბაჩიაშვილი

Published on

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმა ივანიშვილის დავალებით მოხდა. გიორგი ბაჩიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მომხდარის დამკვეთი სწორედ ოლიგარქი იყო, რადგან მისი ბრძანების გარეშე ამას ვერავინ გაბედავდა.

გამოძიება სჭირდება ხოლმე ისეთ ამბებს, რომელიც არის გაურკვეველი. აქ გასაგებია, ბიძინა ივანიშვილი არის პირადად დამკვეთი და პირადად ის ადამიანი, ვისაც შეიძლება ხელში არ ეჭირა ის კვერცხი, მაგრამ ის არის იმ კვერცხის მსროლელი. შესაბამისად, ადამიანებს არანაირი კითხვის ნიშანი ამასთან დაკავშირებით არ აქვთ. კონკრეტულად ის ბავშვი თუ ის ადამიანი, ვინც ისროდა ამ კვერცხებს ან შეცდომაშია შეყვანილი, ან რაღაც კომპრომატი აქვთ მასზე, შეიძლება, სულაც ფულის გულისთვის აკეთებს. ივანიშვილის სურვილის და დავალების გარეშე ეს არ მოხდებოდა. აეროპორტში, ჯერ ერთი, ვერც გაიგებდა, როდის ჩამოდიოდნენ ეს ადამიანები და მეორეც ერთი, არ მოაწყობდა ასეთ პროვოკაციას, – ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...