მთავარიUncategorizedდაკავებულია "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

Published on

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის, ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, ბესიკ ჯაფარიძეა.

აღნიშნული ინფორმაცია გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დირექტორმა, დავით კიკნაძემ გაავრცელა.

“პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე.

[…] მოდავე მხარეებთან ერთად, პერიოდულად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს, ბესიკ ჯაფარიძე, კრიმინალური სამყაროს წესებისა და ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს მეორეს სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ვადების დარღვევის შემთხვევაში ბრალდებულები მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულთა მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებით ისინი კრიმინალურ ავტორიტეტებს და ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი საშუალებები და საბრძოლო მასალა”. – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ს 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...