რეჟიმი რაც უფრო მეტად მოექცევა იზოლაციაში და გარიყული იქნება პროგრესული ჯგუფებისგან, საზოგადოების დიდი ნაწილისგან, მით უფრო საშიში იქნება, ამის შესახებ ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ჟურნალისტის თქმით, “მოვიდა დრო ერთმანეთის ფიზიკურად დაცვაზე გადავიდეთ, რათა რეჟიმმა არ იფიქროს რომ ჩვენ გვეშინია.“
ვხედავთ, რომ არანაირი საზღვარი აღარ გააჩნიათ. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მზიას დკავების დღეს ვამბობდი, რომ აწყვეტილი აქვთ და ძნელი იქნება ამათი შეკავება, ან დაოკება, ზუსტად ასეა.
ვხედავთ რომ ყოველდღე უარესები ხდებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ჩვენგან შეაშინებენ ამით. ლაშას მაგალითი ამას მოწმობს, ეს შემზარავი შემთხვევა და დანაშაული, მთელი თავისი შემადგენლობით, მძიმე, როდესაც საპოლიციო ჯგუფები ჟურნალისტებს იტაცებენ, მერე კი ვერ ვადგენთ მის ადგილსამყოფელს, ცოცხალია თუ არა, მასზე ძალადობა ხორციელდება თუ არა, ნაცემია თუ არა, სად შეიძლება ნახოს ადვოკატმა. ყველანაირი კონსიტიტუციური და ფუნდამნეტური უფლება დარღვეულია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ერთმანეთის ფიზიკურად დაცვაზე უნდა გადავიდეთ.რეჟიმმა არ უნდა იფიქროს რომ ჩვენ გვეშინია, მაგრამ როცა უწყებები აღარ არსებობს და დამიკუდებულია ერთი ახირებული კაცის ნება-სურვილზე, ჩვენ ფიზიკურად უნდა დავიცვათ ერთმანეთი. ჟურნალისტის მარტო ყოფნა გახდა საშიში, – გელა მთივლიშვილი.