მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არა აქეთ, არა იქით, არამედ რაღაც სხვა'' - ირაკლი კობახიძის ნებოძირი...

,,არა აქეთ, არა იქით, არამედ რაღაც სხვა” – ირაკლი კობახიძის ნებოძირი და სერგეენკოს უმორჩილესი თხოვნა

Published on

,თუ მკაცრი პოლიტიკით არის შესაძლებელი ნარკომოხმარების შემცირება, აქეთ წავალთ, თუ უფრო ლიბერალური პოლიტიკა შეუწყობს ამას ხელს, წავალთ მეორე მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
 
მისი თქმით, მმართველი გუნდი აპრიორი არც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ იხრება და არც ლიბერალიზაციისკენ – მთავარია, შემცირდეს ნარკომოხმარება და იყოს მაქსიმალურად რაციონალური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა. 
 
"ჩვენ ოთხი კვირით გავაგრძელეთ შესაბამისი კანონპროექტის განხილვის ვადა. მოგეხსენებათ, არის არსებითი აზრთასხვადასხვაობა კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენი არსებითი ამოცანაა, შევაჯეროთ პოზიციები და ეს უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში იმისათვის, რომ სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე, ჩვენ მოვახერხოთ შესაბამისი კანონპროექტის მიღება",- განაცხადა კობახიძემ.
 
არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის, ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მინისტრი ყველას მოუწოდებს, რომ არ მიიღონ ნარკოტიკული საშუალებები. 
"მინდა ყველას უმორჩილესად ვთხოვო, კატეგორიულად ვთხოვო, როგორც ექიმმა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, რომ არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის დაკარგვა. ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ არ მიიღონ ეს საშინელება და ეს შხამი. ერთადერთი გზა არის მოხმარების და მიწოდების შემცირება იმისთვის, რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან",- განაცხადა სერგეენკომ.

სიახლეები

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...