მთავარისიახლეებისაზოგადოებადიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი - ვოლსკი ღარიბაშვილზე

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

Published on

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას “უბადრუკ წერილს” უწოდებს  – “ოცნების” წევრი ამბობს, რომ ამ შინაარსის წერილი პირადად ბიძინა ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას ემსახურება.

ვოლსკისვე მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილი შეცდომაშია შეყვანილი. კითხვაზე, თუ ვინ შეიყვანა შეცდომაში ექს-პრემიერი, “ოცნების” წევრკი ამბობს, რომ დაზუსტებით არ იცის. 

აბსურდული თემაა წამოწეული. ისიც, რაც იკითხეთ, ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ანუ აქ იკითხება ხაზგასმით მიზანი, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურების და პირადად ბიძინა ბიძინა ივანიშვილის, სხვა აი ამ შინაარსში, ამ უბადრუკ წერილში, ვერაფერი ვერ ამოიკითხება. 

ჯერ ეს ერთი, ღარიბაშვილი არ ამბობს, რომ წერილი გამომიგზავნა. გამომიგზავნა ადვოკატის მეშვეობით მისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ადვოკატი ამბობს, რომ მას ასეთი წერილი მისთვის არ გადაუცია – ე.ი. სხვა წყაროსგან მიიღო ეს მოსაზრება, რომელიც ფურცელზე გადაიტანეს.  გამოვრიცავ სრულად, არაკორექტული და არასერიოზულიც არის და არც ასეთი თავქარიანი უნდა იყოს ადამიანი, რომ ურეკოს ამასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერს და ჰკითოს, მართლა ხომ არ გაგიგზავნია ასეთი წერილი. რა დამატებითი დანაშაულის თავზე აღებაზეა საუბარი. დანაშაული არის ჩადენილი ძალიან მძიმე, შემარცხვენელი. დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი. ვინ შეიყვანა შეცდომაში არ ვიცი (კითვა – ოპოზიციამ შეიყვანა?) ეგ მე არ ვიცი, დაშვებას ვაკეთებ”, – განაცხადა ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...