მთავარისიახლეებისაზოგადოებაწლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა - ირმა ინაშვილი

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

Published on

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ ქსელებში, არც მედიაში არ დამიგეგმავს და არც განმიხორციელებია ვინმეს წინააღმდეგ ან ვინმეს დასაცავად. თუ რამის თქმა მინდა, საჯაროდ ვსაუბრობ ყველა თემაზე და ვსაუბრობ ჩემი სახელით. ეს კი, კამპანია არ არის, ეს ჩემი აზრის გამოხატვის უფლება და თავისუფლებაა!
მეორე- კობახიძეს ჩვენ კი არ დავუპირისპირდით, კობახიძე დაგვიპირისპირდა ჩვენ! და ეს დაიწყო 10 წლის წინ! ანუ 10 წელია გვებრძვის! წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა და უამრავ ტყუილს მივრცელებდა. ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდებოდა, როცა ღარიბაშვილთან ვითომ მეგობრობდა. ცხადია, მეც ვპასუხობდი, ოღონდ- საჯაროდ და არა ზურგს უკან, როგორც თავად სჩვევია. კობახიძე (ზოგადად) ყველას ებრძვის, ვისშიც კი რაიმე პოტენციალს ხედავს და ვისაც კი თავისი ბოროტი გონებით კონკურენტად აღიქვამს. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა: შენ ხარ მისი კონკურენტი,
თუ არა, მთავარია, მან აღგიქვათ კონკურენტად და მაშინ ცილისწამებას და ცრუ დაბეზღებას ვერ გაექცევით. ამგვარად, კობახიძეს მე ღარიბაშვილის დაჭერამდე ბევრად უფრო ადრე ვამხელდი და ახლაც ვამხელ! და კვლავ ვამბობ: ამ კაცს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია. არცერთი პრემიერის მმართველობის პერიოდში არ დაბრუნებულა საბჭოეთში საქართველო იმგვარად, რა ფორმებითაც ეს ბოლო 2 წლის მანძილზე მოხდა! ანუ ღარიბაშვილს არავითარი კავშირი არა აქვს ჩემი და კობახიძის დაპირისპირებასთან.
თუ კი ვინმემ ავნო ამ ქვეყანას, თუ კი ვინმემ ავნო “ქართულ ოცნებას” და პირადად ბიძინა ივანიშვილს, ეს სწორედაც რომ ირაკლი კობახიძეა და არა მე, ან დიტო ჩუბინიძე, ან ვინმე სხვა და ეს წესით, დღეს ყველას ესმის. ახლა, როგორც ყოველთვის, კობახიძე ისევ ცდილობს ისრების სხვებზე გადამისამართებას.
ახლა, როცა ყველაფერი გააფუჭა, ივანიშვილს უმტკიცებს: მე- არა, მე- არა, ღარიბაშვილმა, ინაშვილმა და სხვებმა გააფუჭესო. ისე, ინაშვილისნაირების ბრძოლის შედეგად, ბევრმა უბიოგრაფიომ და ბუჩქებში დამალულმა ჩაიგდო ხელში ხელისუფლება… ამ დღეებში კიდევ ბევრი რამ ითქმება და დაიწერება. მივყვეთ მოვლენებს.“ – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში

სიახლეები

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...