მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში, "ოცნების ქალაქში", წყლით სავსე თხრილში 5 და 7 წლის ბავშვები ჩაცვივდნენ...

ბათუმში, “ოცნების ქალაქში”, წყლით სავსე თხრილში 5 და 7 წლის ბავშვები ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ

Published on

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის მიმდებარედ, სამშენებლო მოედანზე, სადაც ხშირად თამაშობენ ბავშები, უბედური შემთხვევა მოხდა: 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ. 

ამ წუთებში ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეები არიან შეკრებილი. მათი თქმით, სამშენებლო მოედანი შემოღობილი არ იყო. 

“როცა ხელისუფლებიდან მოდიან, მაშინ აკეთებენ ღობეს”, – ამბობენ ადგილობრივები. 

ადგილზე მისულმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობას ესაუბრა და ჟურნალისტებს პრეტენზიია განუცხადა, რომ მომხდარის შესახებ არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებენ. 

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბათუმის მერიამ:

“უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 
სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში.”

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...