მთავარისიახლეებისაზოგადოება14:00 საათზე, "ვივამედთან" სოლიდარობის აქცია გაიმართება

14:00 საათზე, “ვივამედთან” სოლიდარობის აქცია გაიმართება

Published on

“თავისუფლება მზია ამაღლობელს” – ამ ლოზუნგით, დღეს, 15 თებერვალს, 14:00 საათზე კლინიკა “ვივამედთან” სოლიდარობის აქცია გაიმართება.

ორგანიზატორები დემონსტრაციაზე ელოდებიან ყველას, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში მედია თავისუფალი და ხელშეუხებელი უნდა იყოს.

გამოცემა “ნეტგაზეთის” რედაქტორის, ნესტან ცეცხლაძის თქმით, დღევანდელ აქციაზე არანაირი მოთხოვნა არ გაჟღერდება. მათი მიზანია, რომ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადონ დაკავებულ ჟურნალისტს.

“ვივამედთან” აქცია არ არის კონკრეტული მოთხოვნით. გაიმართება სოლიდარობის აქცია. ამით ჩვენ გვინდა, რომ გავამხნეოთ მზია და ვუთხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, ვიბრძოლებთ გარეთ მის გასათავისუფლებლად. ეს არის მზიასთვის მხარდასაჭერი, გამამხნევებელი აქცია, რადგან მოგეხსენებათ, იმის გამო, რომ დღეს ის უკვე 35-ე დღეა, რაც შიმშილობს, იმყოფება “ვივამედში”, იქ აგრძელებს შიმშილობას და ამიტომ მივდივართ”, – ამბობს ნესტან ცეცხლაძე.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ადვოკატები სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 35-ე დღეა შიმშილობს.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...