მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი- სააკაშვილის მომხრე ვერ ვიქნები

გიორგი მარგველაშვილი- სააკაშვილის მომხრე ვერ ვიქნები

Published on

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვის თქმით, არა აქვს გადაწყბეტილი, იქნება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატი. ერთადერთი საკითხი, რასაც გიორგი მარგველაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, ისაა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის  პოლიტიკური მოკავშირე არ გახდება.
თუ ვიქნები კანდიდატი, ვიქნები საზოგადოების წარმომადგენელი და პოლიტიკური ჯგუფები რა როლს ითამაშებენ, ეს ამ ეტაპზე განხილვადი არ არის, – აცხადებს მარგევლაშვილი. „ჩემი მოკავშირე მხოლოდ ქართული საზოგადოებაა და თუ გადავწყვეტ, კენჭი ვიყარო პრეზიდენტობაზე, სწორედ საზოგადოება იქნება ამოსავალი წერტილი. სხვათა შორის ასე იყო „ქართული ოცნების“ ფარგლებშიც. მე „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, მიჭერდა მხარს, მაგრამ მე არ ვიყავი ოცნების, როგორც პარტიის ან კოალიციის წევრი, ვიყავი ზეპარტიული. შეუძლებელია, რომ მე პარტიაში გავწევრიანდე. ჩემი პოზიციაა, რომ თუ ვიქნები კანდიდატი, ვიყო საზოგადოების წარმომადგენელი და პოლიტიკური ჯგუფები რა როლს ითამაშებენ, ეს ამ ეტაპზე განხილვადი არ არის. არავისთან მქონია კონსულტაცია, მაგრამ სააკაშვილის მოკავშირე მე ვერ ვიქნები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
 

სიახლეები

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...