მთავარისიახლეებისამართალისუს -მა კვარაცხელიას პარტია წერილობით გააფრთხილა, არ გამოიყენოს საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკა...

სუს -მა კვარაცხელიას პარტია წერილობით გააფრთხილა, არ გამოიყენოს საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკა 9 მაისის აქციაზე

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “სოციალისტური საქართველო” წერილობით გააფრთხილა, რომ 9 მაისის აქციაზე საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკა არ გამოიყენოს.
 
აღნიშნული წერილი “სოციალისტური საქართველოს” ლიდერმა ვალერი კავარცხელიამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა. წერილის ავთენტურობას სუსიც ადასტურებს.
 
“თავისუფლების ქარტია” საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად მოგმართავთ, არ დაუშვათ და აღმოფხვრათ ზემოხსენებულ ღონისძიებებზე [9 მაისს] კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ნორმები”, – წერია წერილში
 
.კანონი არ ვრცელდება კერძო პირებზე, მაგრამ კანონი ადგენს, რომ საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება არ შეიძლება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე, მოედნებისა და ქუჩების სახელდება, ასევე თავშეყრის და საჯარო ადგილებში ამ სიმბოლიკის გამოყენება.
 
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174(16) მუხლის მიხედვით, გაფრთხილების მიუხედავად, თუ პირი გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, იგი 1000 ლარით დაჯარიმდება.
 
წერილის საპასუხოდ, ვალერი კვარაცხელია არ ეთანხმება ამ აკრძალვას და ფეისბუკზე მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, რომ მივიდნენ 9 მაისს ვაკის პარკში დადგეგმილ აქციაზე.
 

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...