მთავარისიახლეებიპოლიტიკარა მოხდა კულისებში კულტურის მინისტრსა და პულტის რეჟისორს შორის, ლილიკო ნემსაძის კონცერტზე...

რა მოხდა კულისებში კულტურის მინისტრსა და პულტის რეჟისორს შორის, ლილიკო ნემსაძის კონცერტზე – დეტალები

Published on

აქ გიამბობთ იმ შოკის შესახებ, რომელიც სრულიად მოულოდნელად მიიღო კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ფილარმონიაში, ლილიკო ნემსაძის კონცერტზე “ჩუმი სათქმელი”.

ფილარმონიაში მომხდარი ამბები უწინარესად სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები უხერხულ სიტუაციაში ვარდებიან უკვე მათივე ამა თუ იმ სამინისტროს, სხვადასხვა უწყების ეგიდით მომზადებულ კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების დროსაც კი, რადგან ხელოვანებს შორის აუცილებლად გამოერევიან ისეთები, ვინც მათ სცენიდან, მიკროფონით ხელში, მწარე სიმართლეს მიახლიან პირში. 

11  თებერვალს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ასეთი აღმოჩნდა მომღერალი სოფო გელოვანი, რომელსაც რომელსაც 15 წლის ასაკში ლილიკო ნემსაძემ “ხორუმი“ დაუწერა და ამ სიმღერაზე კლიპიც გადაიღო. სიმღერის შესრულების შემდეგ, როცა აპლოდისმენტები შეწყდა, სოფო გელოვანმა მიკროფონი მოიმარჯვა და სრულ სიჩუმეში თქვა:

“ამ სიმღერის შემდეგ, თუ არ ვთქვი ჩემი სათქმელი, მაშინ არც ჩემი სიმღერა იქნება გულწრფელი და არც ჩემი ხმა მართალი. ამ წუთას, ამ სცენიდან მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ პატიმარს, ვისაც უსამართლოდ ართმევენ ხვალინდელ დღეს”.

აი, აქედან კი იწყება მთავარი სკანდალი: რა თქმა უნდა, ეს განცხადება ძალიან კარგად გაიგონა და გაიგო იმან, ვისთვისაც იყო განკუთვნილი. როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, კულტურის მინისტრი წამოხტა, ქუსლების ბაკუნით ავიდა სცენაზე და კულისებისკენ გაუტია, მერე დაინტერესდა, სად იყო ხმის რეჟისორის პულტი, მასთან მიიჭრა და მიკროფონების გათიშვა უბრძანა.

პულტის რეჟისორი, რომელმაც ქალი ვერ იცნო, მის თავში შრეების სიღრმეებით დაინტერესდა – შიგ ხომ არა გაქვთ, ქალბატონოო, რამაც თიკო რუხაძე ძალიან გააბრაზა და განუმარტა, მინისტრი ვარ და ყველა სიმღერის შემდეგ ეგრევე მიკროფონები გამოირთოსო. 

შემდეგ რა მოხდა, თვითმხილველმა არ იცის, რადგან კონცერტი გაგრძელდა და სხვა პოლიტიკური განცხადება არ გაჟღერებულა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ სოფო გელოვანის განცხადება სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და დარბაზის აღტაცება ყველა სიმართლის მოყვარულმა უკვე იქაც გაიზიარა, ხოლო სოფო გელოვანის უღირსმა კოლეგებმა (მაგალითად, ბაკურ ბაკურაძემ და სხვებმა) სასწრაფოდ ხელები დაიბანეს და განაცხადეს, რა განცხადებაც გააკეთა, მისი პირადი აზრი იყო,არავისთან შეუთანხმებია და ამ განცხადებას ვემიჯნებითო, მაგრამ არალეგიტიმური ხელისუფლების კულტურის მინისტრისთვის სათქმელი უკვე პირში იყო ნათქვამი…

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე...