მთავარისიახლეებისაზოგადოებალაშა გაბიტაშვილს ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლაშა გაბიტაშვილს ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

Published on

ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ – მას დაზიანებები სახის არეში ეტყობა.
მომხდარის შესახებ გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს და ამბობს, რომ თავდამსხმელები სამნი იყვნენ და ნიღბებით გადაადგილდებოდნენ. გაბიტაშვილს ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როცა ის ძაღლს ასეირნებდა. შემთხვევა სავარაუდოდ დააფიქსირა იქვე მდებარე სავაჭრო ობიექტის ვიდეისათვალთვალო კამერებმა.

შეგახსენებთ, გაბიტაშვილს 13 იანვარს, აბუ დაბიში ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა ფიზიკურად გაუსწორდნენ. იქამდე კი წინა დღეს, გაბიტაშვილმა ოლიგარქის ე.წ. დეპუტატებს შეახსენა, რასაც წარმოადგენდნენ. ამის შემდეგ სანიკიძემ, ზარქუამ და მათთან ერთად მყოფმა რეჟიმის მსახურებმა მოქალაქეზე თავდასხმა სავარაუდოდ დაგეგმეს და სასტუმროს სასადილოში გაუსწორდნენ.

სიახლეები

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...

ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება - შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა...

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მეოთხე ბრალით ოპოზიციონერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. პროკურატურის...

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...