მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაივლის თუ არა ივანიშვილი ჭკუასელის ჭკუაზე?

გაივლის თუ არა ივანიშვილი ჭკუასელის ჭკუაზე?

Published on

„არჩევნები ოქტომბერშია, ადრეა კანდიდატის დასახელება,“ – ეს განცხადება, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით გააკეთა.
 
კახა კალაძის თქმით, მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს სავარაუდოდ, არჩევნებამდე 2 თვით ადრე დაასახელებენ.
 
„გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა და არჩევნებამდე თვენახევარი, 2 თვით ადრე იქნება ჩვენი მხრიდან დასახელებული კანდიდატი,“ –  განაცხადა კახა კალაძემ.
 
არსებული ინფორმაციით, პარტიაში დაბრუნების შემდეგ ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი პირადად მართვას კონსულტაციებს მის გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ.  
 მმართველი პარტიის დეპუტატები უდასტურებენ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე შეარჩია და განსახილველად ბიძინა ივანიშვილს წარუდგინა., თუმცა პარტია კანდიდატის წარდგენას ივლისამდე არ აპირებს.
 
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, თეიმურაზ ჭკუასელი აცხადებს, რომ პარტიაში დაბრუნების შემდეგ ივანიშვილი პირადად მართავს კონსულტაციებს მის გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ. ექსპრემიერმა თანაპარტიელებს ისიც უთხრა, რომ რამდენიმე კანდიდატმა მას საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვაზე უარი უთხრა. ბიძინა ივანიშვილს მან თავად 2 კანდიდატურა წარუდგინა და ერთ-ერთ კანდიდატურაზე მათი აზრები დაემთხვა. ჭკუასელი თავს იკავებს დაასახელოს კანდიდატის სახელი და გვარი, თუმცა, აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირების პრეზიდენტობის კანდიდატად დათანხმება, ჯერჯერობით უჭირთ.
 
„ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს, თქვენი მნა მორჩილიც არჩევს და ძალიან ბევრი ადამიანი არჩევს, უბრალოდ მერე უნდა შევაჯეროთ. მეც რამდენიმე კანდიდატურა შევთავაზე და სხვათა შორის, ძალიან საინტერესო კანდიდატურები. მე თვითონ 2 ადამიანი, ბევრი არა, მაგრამ ცოტა დათანხმება ჭირს ადამიანების და ვნახოთ, რა იქნება. თვითონაც ფიქრობდა თურმე ამ ადამიანზე და დაემთხვა, ჩვენი აზრები,“ – აცხადებს თეიმურაზ ჭკუასელი

სიახლეები

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...