მთავარისიახლეები"მთავარი პრობლემაა, რომ ვერ ვხედავთ ვერავითარ სინანულს" - კობახიძის თქმით, "ბათუმელების" წარმომადგენლებს...

“მთავარი პრობლემაა, რომ ვერ ვხედავთ ვერავითარ სინანულს” – კობახიძის თქმით, “ბათუმელების” წარმომადგენლებს იქამდე არ შეხვდება, სანამ ისინი სინანულს არ გამოხატავენ

Published on

ოლიგარქის პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, გაზეთ “ბათუმელების” წარმომადგენლებს იქამდე არ შეხვდება, სანამ ისინი სინანულს არ გამოხატავენ:

“სამართლებრივ შეფასებაში ვერ შევალ. შემიძლია საერთო შეფასება გავაკეთო იმ სამართალდარღვევისა, რომელიც ჩადენილ იქნა. არ შეიძლება ვიღაცამ სცადოს ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოზე, სახელმწიფოს წარმადგენელზე. ამას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება სჭირდებოდა – მთავარი პრობლემაა, რომ ვერ ვხედავთ ვერავითარ სინანულს. რაც შეეხება მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც მოვისმინეთ, მაგრამ არანაირი სინანული! მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა. ეს საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა, მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე, სამართლებრივი საკითხები სასამართლოში და პროკურატურაში უნდა გაირჩეს. ვინმეს თუ უნდა გამოხატოს სინანული, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი იქნება და სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება. ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე და შეხვედრებზე. მაგრამ, როდესაც სინანულს არ გამოხატავენ და ასეთი სამართალდარღვევების წახალისებას ცდილობენ, ეს უკიდურესად მიუღებელია და ამის მიმართ ლოიალურები ვერ ვიქნებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ყოფნისას.

გაზეთ “ბათუმელების” დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმარ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს შეხვედრა “ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ შესთავაზა.

დაპატიმრებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 28-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სიახლეები

თეატრალურის სტუდენტებს სტატუსს აღარ შეუწყვეტენ

თეატრალურის სტუდენტებმა უკვე მიიღეს მეილზე შეტყობინება რექტორის გადაწყვეტილების შესახებ, რომ სტატუსს აღარ შეუწყვეტენ, თუმცა...

ტრამპის წარმომადგენელი მოსკოვიდან აშშ-ში ბრუნდება

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსულ მხარეს შეხვდა....

CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა...

ტრამპის ადმინისტრაციამ კიტ კელოგი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან მოხსნეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი, ომის დასრულებაზე მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან,...