მთავარისიახლეებიუფრო სუსტადაა, ვიდრე წინა შეხვედრის დროს, ვიდრე იქ ვიყავი, იწვა - მაია...

უფრო სუსტადაა, ვიდრე წინა შეხვედრის დროს, ვიდრე იქ ვიყავი, იწვა – მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელი მოინახულა

Published on

მოშიმშილე პატიმართან, მზია ამაღლობელთან მოსანახულებლად კლინიკაში შესულმა მაია მწარიაშვილმა “ვივამედი“ ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც მან “პირველებთან“ საუბრისას განაცხადა, მზია უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე წინა შეხვედრისას იყო და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის გადასხმები უტარდება.

მწარიაშვილი ამბობს, რომ რეჟიმის პატიმარი თავის პოზიციას არ ცვლის, შიმშილობასთან დაკავშირებით და მოითხოვს სასჯელაღრსულების დაწესებულებაში დააბრუნონ.

თვალით რაც ვნახე, მზია წევს, გადასხმები უტარდება, რომ მისი სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული. ეს დღეები ითხოვს, უკან დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისი ამოცანაა პროცესამდე გაძლოს, მისი სურვილია, რომ პროცესზე იყოს, რომელიც 4 მარტს არის ჩანიშნული. არ ვიცი ამას რამდენად შეძლებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვლისწინებით. ამდენი ხნის განმავლობაში იწვა, ვიდრე იქ ვიყავი, მეტყველება არ უჭირს. უფრო სუსტადაა, ვიდრე წინა შეხვედრის დროს. ეს გადასხმები ემსახურება იმას, რომ შენარჩუნებული იქნას მისი სიცოცხლე. ამ შიმშილობის ფონზე, მისი ჯანმრთელობის მდგოამრეობაზე თავის პოზიციას სახალხო დამცველის მიერ შერჩეულმა ექიმებმა უკეთ უნდა გვითხრან.

ჩემი ამოცანა იყო მომენახულებინა მზია, მესაუბრა მასთან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამეგო ინფორმაცია, თუმცა, ის პრინციპულია პოზიციაში და უნდა დაბრუნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – განაცხადა მწარიაშვილმა.

გამოცემა “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი უკვე 27-ე დღეა შიმშილობს – დღეს უკანონო პატიმრის პალატაში დამოუკიდებელ მედიკოსთა ჯგუფს ელოდებიან.

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ჯგუფი ოთხი ექიმისგან შედგება – ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოფთალმოლოგი და ნევროლოგი. სწორედ მათი კვლევების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი მოშიმშილე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ის კლინიკა “ვივამედში” სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით 3 დღის წინ გადაიყვანეს.

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...