მთავარისიახლეებისაზოგადოებაუილსონი: "საქართველოში დიქტატურა პუტინის მიერ იქნა დასმული - არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს"

უილსონი: “საქართველოში დიქტატურა პუტინის მიერ იქნა დასმული – არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს”

Published on

2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები და საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი – ეს იმ თემათა ჩამონათვალია, რომლის შესახებაც ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ France 24-ს ინტერვიუ მისცა.

ჯო უილსონმა ფრანგულ მედიასთან საუბრის დროს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად კიდევ ერთხელ გამოაცხადა და მისი შედეგების გაუქმება მოითხოვა – “ორპარტიულად შეგვიძლია ახალ არჩევნებზე მუშაობა”.

ამასთან, დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვის წევრმა პირდაპირ თქვა, რომ “საქართველოში დიქტატურა პუტინის მიერ იქნა დასმული”.

ყოველთვის არა, მაგრამ ორპარტიული ვითარება გვაქვს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ეს ორპალატიანია, ორპარტიულია, ერთად ვმუშაობთ, დაახლოებით 90% შემთხვევაში, როდესაც საქმე აშშ-ს [შიდა ვითარებას] არ ეხება. ისევ და ისევ, ერთად ვმუშაობთ, ვმუშაობთ, რათა წინ წავწიოთ ჩვენი და დონალდ ტრამპის “ძალის მეშვეობით მშვიდობის” კონცეფცია.

გვინდა, რომ აღვადგინოთ მსოფლიო, რომელიც, ჩემი აზრით, ჩამოყალიბებული იყო რონალდ რეიგანის მიერ, რაც ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან, საფრანგეთთან, მსოფლიოს მასშტაბით მუშაობას ნიშნავს. მსოფლიოს მასშტაბით პროგრესს ვხედავთ და შეგვიძლია საქართველოს რესპუბლიკაში თავისუფალ არჩევნებზე მუშაობა.

სამწუხაროდ, იქ დიქტატურა ომის დამნაშავე პუტინის მიერ იქნა დასმული. საქართველოს რესპუბლიკაში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს, მაგრამ იყო კარგი არჩევნები, რომლებზეც პუტინი უარყოფილ იქნა მოლდოვაში, უარყოფილ იქნა რუმინეთში,” – განაცხადა უილსონმა.

სიახლეები

ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელთან, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა დაცხრილეს – დეტალები

თბილისში, ჭავჭავაძის 9-სთან ახლოს, ქვეითთა გადასასვლელთან დაცხრილეს 58 წლის კაცი, რომელიც ლევან ჯანგველაძე აღმოჩნდა...

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გაიყიდა

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი გაიყიდა. რეესტრში შესულია ქონების გადაფორმების განაცხადი. დოკუმენტების თანხმად, "ნაციონალური მოძრაობის"...

ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა

ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა - წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ...

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენი ორშაბათს გამოცხადდება

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენი ორშაბათს, 17 მარტს, 11 საათზე გამოცხადდება. მოლოდინი...

TOP.GE