მთავარისიახლეებისაზოგადოება„ოცნებამ“ I მოსმენით რეპრესიულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

„ოცნებამ“ I მოსმენით რეპრესიულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

Published on

ოლიგარქის ერთპარტიულმა და თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც გამოხატვის უფლებებს კიდევ უფრო ზღუდავს.

რეპრესიული ცვლილებების ფარგლებში: მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება იკრძალება; ასევე წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცველის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებისთვის და მსგავსი დარღვევებისთვის გაიზრდება ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე.

გარდა ამისა, ოლიგარქის პარლამენტი გეგმავს ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახადოს სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო სამსახურის მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა.

უფრო კონკრეტულად, ცვლილება ეხება წვრილმანი ხულიგნობის მუხლს – ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა განისაზღვრება 500-დან 3 000 ლარამდე ან დამრღვევს 20 დღემდე პატიმრობას მიუსჯიან. ამ დროისთვის მოქმედი კანონით, დამრღვევს უწევს 500- დან 1000 ლარამდე ჯარიმის გადახდა ან 15 დღემდე პატიმრობა.

ვანდალიზმი – ვანდალიზმისთვის სახდელდადებული პირის მიერ ხელმეორედ ვანდალიზმის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე. მოქმედი კანონი 2000-ლარიან ჯარიმას ან 5 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველის დაუმორჩილებლობის/შეურაცხყოფის მუხლი – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა/სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. მოქმედ კანონში განსაზღვრულია 3000 ლარამდე ჯარიმა და 15 დღემდე პატიმრობა.

სამართალდამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

რაც შეეხება ახალ მუხლს, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ეხება, მისი დაღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. ამ დარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

რეპრესიების ფარგლებში, ცვლილება ეხება შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევასაც – შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-ის ნაცვლად 2 000 ლარის ოდენობით. ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე.

ასევე, სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე. ამ დროისთვის მოქმედ კანონში მხოლოდ 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ადმინისტრაციული შენობების, გზების და მაგისტრალების ბლოკირების ან შეკრებებზე ძალადობისკენ მოწოდების, აკრძალული ნივთების ქონის, გზის გადაკეტვის შემთხვევაში გათვალისწინებულია დაჯარიმება 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 15 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. მოქმედ კანონში გათვალისწინებულია 5 000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...