მთავარისიახლეებისაზოგადოებაინგირიდან ხის ტრანსპორტირების გამო წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გზაზე პრობლემები შეექმნა

ინგირიდან ხის ტრანსპორტირების გამო წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გზაზე პრობლემები შეექმნა[Video]

Published on

ამჯერად ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკისთვის იშვიათი ჯიშის კატალპა, ინგირში მდებარე რესტორან  „სამეფოს“ ეზოდან წაიღეს. გიგანტური ზომის ხის ტრანსპორტირების გამო 14 სოფელი ელ.ენერგიის გარეშე დარჩა. დიდი ზომის ხის ტრანსპორტირება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ტოტები დაემტვრა როგორც კატალპას, ასევე  გზისპირზე მდგომ სხვა ხეებსაც.დაზიანდა  ელექტრობოძები, დაიმტვრა გარეგანათებები. პარალიზებული მოძრაობის გამო რამდენიმე საათი გაჩერებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მანქანა, რომელიც გამოძახებიდან ბრუნდებოდა. მოგვიანებით, როცა გზა გაიხსნა, მანქანებს გზაზე მიმოფანტულ ელექტროსადენებზე მოუწიათ გადაადგილებამ.  პროცესში ჩართული იყო ასობით მუშა ჯგუფი, როგორც ელექტრიკოსები, მეგზევეები, მუშები, პოლიცია. პირამიდალური კრონით, გულისებრი, ნაზი ფოთლებით გამორჩეული კატალპა ამჯერად კახათშია გაჩერებული, ცოტა ხანში მასთან ერთად სხვა ხეებსაც ანაკლიის ზღვით შეკვეთილში გადაიტანენ. რა ზარალი მიადგა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ოლიგარქის ახირებული სურვილების შესრულების პროცესში უცნობია, სავარაუდოდ ამ ფაქტით ხელისუფლება არც დაინტერესდება.
 
 
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....