მთავარისიახლეებიყაველაშვილმა, საგაზაფხულო სესია გახსნა და 25 წუთში დახურა

ყაველაშვილმა, საგაზაფხულო სესია გახსნა და 25 წუთში დახურა

Published on

დღეს, 4 თებერვალს „ოცნების“ პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა – სხდომაზე პრეზიდენტად ნანიშნულ მიხეილ ყაველაშვილს მოუსმინეს.

სხდომა 28 წუთში დასრულდა, რადგან ყაველაშვილის მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლა არავინ ისურვა, არადა გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უნდა გამოსულიყო.

წინასწარ დაწერილ ტექსტის კითხვისას მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ 26 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება, ტრადიციების, ღირებულებების, სარწმუნოების, ოჯახისა და ღირსების დაცვა.

„სურთ თუ არა საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, მოუწევთ, პატივი სცენ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანს. სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნათელი დადასტურება იმისა, თუ სად დგას ქართველი ხალხი, რას იცავს და რას ნიშნავს მისთვის საქართველო”- განაცხადა “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა.

ყაველაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა ყაველაშვილმა ისაუბრა მშვიდობაზე, ახსენა “გარე ჩარევები”, რევოლუციის მოწყობის მცდელობებზე.

ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ „დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში“, რასაც დონალდ ტრამპის ეფექტი უწოდა.

“ოცნების” პრეზიდენტმა, “ქართული ოცნების” დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ვახო გომელაურის თანამშრომლებს “მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ქვეყანაში წესრიგის დაცვისთვის” მადლობა გადაუხადა.

ე.წ. პრეზიდენტს არცერთხელ არ უხსენებია რუსეთი და პუტინისგან მომდინარე საფრთხეები.

მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებაზე პარლამენტში მედიას შეზღუდვები დაუწესდა.

ყაველაშვილის გამოსვლის პარალელურად პარლამენტთან მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები აქციას მართავდნენ და მზია ამაღლობელის და სხვა უკანონო პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...