მთავარისიახლეები"რუსეთს აჩერებს მხოლოდ ძალა, მხოლოდ ძალა! ძალა რაშია, ეგ გერბზე გვიწერია" -...

“რუსეთს აჩერებს მხოლოდ ძალა, მხოლოდ ძალა! ძალა რაშია, ეგ გერბზე გვიწერია” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

Published on

“სულ რაღაც 12 წელი დასჭირდათ რუსებს, რომ აქ დაზეთილ-დაფინანსებული პროპაგანდის მანქანები გაემართათ. 12 წელი, რომ ხელში ჩაეგდოთ და სინდისის და ხმის ამოღების ტრაკის მქონე ადამიანებისგან გაეწმინდათ ყველა ინსტიტუტი. 12 წელი, რომ ბოლომდე დაე&₾ევებინათ მოსახლეობის ერთი ნაწილი და დაერწმუნებინათ, რომ დასავლეთი მტერია, ხოლო რუსეთი ტრადიციების მცველი, რუსეთში ქონებადაგროვებული შუშაბანდიანი ტიპი პატრიოტია, ხოლო რუსების წინააღმდეგ მეომარი ქართველები – ფულზე მომუშავე პროვოკატორები, უწიგნური და უნიჭო ფეხბურთელი კარგი საპრეზიდენტო კანდიდატია, ხოლო ნაკითხი მოპროტესტე ახალგაზრდები – ქვეყნის მტრები პედარას*ები, და ა.შ და ა.შ.

12 წელი, რომ გამოეზარდა აზროვნებაშეზღუდული შავნიღნიანი ველურების ათობითათასიანი მასა, რომელიც მზად იქნებოდა სამშობლოს და ტრადიციების დაცვის მოტივით, და პრემიების მოლოდინის სანაცვლოდ, ეწამებინა ახალგაზრდები (საზოგადოების თავისუფლების ყველაზე მოყვარული და რეჟიმისთვის ყველაზე საშიში ნაწილი), გალეშილი უფროსისთვის საცემრად მიეგვარა უდანაშაულო ახალგაზრდა, დედა ეგინებინა გოგოებისთვის და ასაკოვანი ხალხისთვის, სახის ძვლები დაელეწა დახურულ მინივენში ხელებშეკრული დემონსტრანტებისთვის, პირში ეფურთხებინა ნაცემი ხალხისთვის და ა.შ. და ა.შ.

და ეს ყველაფერი “სამშობლოს სიყვარულით”, და ეს ყველაფერი ჩვენივე გადახდილი გადასახადებით. აქამდე არ მოვსულვართ 1 დღეში, 1 კვირაში ან 1 თვეში, 12 წელი დასჭირდა აქამდე ჩასვლას. ამ ქვეყანაში წლების წინაც იყო ხალხი, ვინც ამბობდა, რომ ეს რეჟიმი აქამდე მივიდოდა, მაგრამ მათ არ უსმენდნენ, გიჟებად თვლიდნენ.

ჯერ კიდევ არაა გვიან. რუსეთს აჩერებს მხოლოდ ძალა, მხოლოდ ძალა! ძალა რაშია, ეგ გერბზე გვიწერია.”

– წერს Facebook-ზე “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

სიახლეები

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...

ინგირში 24 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა...