მთავარისიახლეებიპოლიტიკაფიქრია ჩიხრაძე და ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ

ფიქრია ჩიხრაძე და ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ

Published on

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისაკენ მოუწოდებს. 
 
,,ორი დღის განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ ერთი მხრივ, უმძიმესი ბრალდებები, მეორე მხრივ, ამ ბრალდებებისაგან გაქცევის მცდელობა. ვისმენთ ათასნაირ შეფასებებს, მოგვიწოდებენ, რომ ნუ მივაქცევთ ყურადღებას, ნუ ჩავვარდებით პანიკაში და ასე შემდეგ… თუ მათ არ აქვთ უნარი, მიმართონ შესაბამის ორგანოებს და დაიწყონ შესაბამისი პროცედურები, კიდევ უფრო გავუმარტივებთ საქმეს – არსებობს ამის, ასე ვთქვათ, საპრლამენტო გამოცდილება. რეგლამენტი ზედმიწევნით იციან და კონსტიტუციაც ეცოდინებათ – არსებობს იმპიჩმენტის პროცედურა და როდესაც ქვეყნის მეორე თანამდებობის პირი უმძიმეს ბრალდებებს უყენებს ქვეყნის პირველ პირს – საქართველოს პრეზიდენტს, აუცილებელია, უბრალოდ ამას ხალხის და ქართული სახელმწიფოს პრესიტიჟი ითხოვს, რომ ამის თაობაზე დაიწყოს იმპიჩმენტის შესაბამისი პროცედურა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ დავინახავთ იმას, რომ ან მართლაც უპასუხისმგებლო განცხადებებს ვისმენთ ყოველდღიურად და ამით ვსტრესავთ და შეურაცხყოფას ვაყენებთ ქართულ საზოგადოებას, ან უბრალოდ ვაკეთებთ განცხადებას და მერე არ გვაქვს უნარი, რომ ამ განცხადებებს ბოლომდე მივდიოთ“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
 
პასუხად  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ  პრეზიდენტი ფიქრია ჩიხრაძის შუამავლობით ახალ შოუს იწყებს 
 
“ჩვენმა საზოგადოებმა ორი დღის წინ იხილა ძალიან არასასიამოვნო სცენა სახელწოდებით – პრეზიდენტის გაქცევა საქართველოს პარლამენტიდან. მეორე დღეს ის დებატებს გაექცა. მაშინ როდესაც ბატონ მარგველაშვილს პრეზიდენტობის სულ რაღაც 3 თვე რჩება, იმპიჩმენტზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. თუმცა, ასეთი შოუთი ის უკვე მესამედ ცდილობს გაქცევას, ამჯერად უკვე პრეზიდენტობიდან. თან გვეუბნება, ჩემით არ მინდა გაქცევა, თქვენ გამიშვითო. იმპიჩმენტთან დაკავშირებით ახალი შოუ ფიქრია ჩიხრაძის შუამავალობით პრეზიდენტის ფუნქციაში ნამდვილად არ შედის. უკაცრავად, მაგრამ, ჩვენ ამ შოუში მონაწილეობას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...