მთავარისიახლეები"მზია ამაღლობელი გაწნულ სილაზე რომ პატიმრობაში გაუშვეს და შენ არ გაწუხებს ეს...

“მზია ამაღლობელი გაწნულ სილაზე რომ პატიმრობაში გაუშვეს და შენ არ გაწუხებს ეს ამბავი და არც მისი შიმშილობა, ამის მერე გარდა დამნაშავისა, ხარ არაკაცი” – ნიკა გვარამიას მიმართვა ირაკლი დგებუაძეს

Published on

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის მიერ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე გაწნული სილა, იყო სილა უსამართლობაზე და რეჟიმზე. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა და კონკრეტულად ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს მიმართა, რომელის ბრძანებითაც დააკავეს მზია ამაღლობელი და მასზე სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

“მზია ამაღლობლის გაწნული სილა დგებუაძეზე, არის გაწნული სილა უსამართლობასა და რეჟიმს და ვუერთდებით მთელი ქართული საზოგადოება ამ სილაში.

დგებუაძეს მინდა მივმართო, ქალის მიერ გაწნული სილაზე ის რომ პატიმრობაში გაუშვეს და შენ არ გაწუხებს ეს ამბავი , არც მისი შიმშილობა და ხმა არ დაგიძრავს და პროკურატურისთვის ისიც კი არ გითქვამს, რომ ამის გამო არ გაუშვათ ის პატიმრობაში. ამის მერე გარდა დამნაშავისა, ხარ არაკაცი.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას შეფასებით, მზია ამაღლობლის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის არაღებით დანაშაულს სჩადიან როგორც ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრებიც, ასევე პენიტენციური უწყებაც.

“ბათუმელებისა” და “ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს. 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

სიახლეები

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...

თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის...

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...