მთავარისიახლეები"ზუგდიდიდან დამირეკეს ჯერ პოლიციამ, მერე სასამართლომ... ჯარიმასთან ერთად იარაღის ტარების უფლება შემიზღუდეს"...

“ზუგდიდიდან დამირეკეს ჯერ პოლიციამ, მერე სასამართლომ… ჯარიმასთან ერთად იარაღის ტარების უფლება შემიზღუდეს” -ხოშტარია

Published on

“ზუგდიდიდან დამირეკეს ჯერ პოლიციამ, მერე სასამართლომ… ჯარიმასთან ერთად იარაღის ტარების უფლება შემიზღუდეს,” – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

“იმ დღეს ზუგდიდიდან დამირეკეს ჯერ პოლიციამ მერე სასამართლომ. იმდენი ვიცინე თვითონაც ამყვნენ ლამის. ცხადია არც მიფიქრია მისვლა. არც გამხსენებია. ხოდა დღეს გადმომცეს ჯარიმასთან ერთად იარაღის ტარების უფლება შემიზღუდეს.

90-იანების მერე არც მინახავს იარაღი, არც მაინტერესებს. ასეთი კომიკურები ხართ. არ არსებობთ, თამაშობთ რაღაც იდიოტობას. წლებია არცერთი ჯარიმა არ გადამიხდია, არცერთ სასამართლოზე არ ვყოფილვარ, არცერთ დაკითხვაზე, სასაცილოდ არ მყოფნით.

რეჟიმის პატიმრები გამოუშვით და თუ რამის თავი გაქვთ ჩვენთან ქენით ბანძებო!

P.S. ხვალ მოვდივარ სამეგრელოში შუშანა მაცაბერიძე გამოდის და შემოგივლით, უიარაღოდ,” – წერს ხოშტარია.

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...