მთავარისიახლეებიოკუპირებულ აფხაზეთში "ქართველ ჯაშუშს" 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებულ აფხაზეთში “ქართველ ჯაშუშს” 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Published on

21 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კახა მურადოვის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. ის დამნაშავედ ცნეს “სისხლის სამართლის კოდექსის” ორი მუხლით – „სამშობლოს ღალატი“ და „ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა“. ე.წ. სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

თავად მურადოვს ბრალი არც წინასწარი გამოძიების დროს და არც “სასამართლოში” არ უღიარებია.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, მურადოვი “აფხაზეთის მოქალაქეა”, თუმცა, მისი დაკავების შემდეგ, “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა” განაცხადა, რომ მას ქართული პასპორტიც ჰქონდა.

მურადოვი სოხუმში 2024 წლის 14 მაისს დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის “უსაფრთხოების სამსახურმა” მისი დაკავებისა და დაკითხვის ვიდეო გაავრცელა, სადაც მურადოვი, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან კავშირებზე საუბრობდა.

„მურადოვის საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას აღმოაჩინეს და ამოიღეს ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც ადასტურებდა მის ჯაშუშურ საქმიანობას ქართული სპეცსამსახურების სასარგებლოდ. მურადოვი ცდილობდა აფხაზეთის მცხოვრებლების ჩართვას ფარულ სამუშაოებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებიდან გამომდინარე. კითხვაზე, სად მალავდა მურადოვი ქართულ პასპორტს, მან უპასუხა, რომ ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა მათ სახელებს არ ასახელებდა“, – წერდა მაშინ სააგენტო Apsnypress.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....