მთავარისიახლეებიTV 25-ის მაუწყებლობა შეჩერდა

TV 25-ის მაუწყებლობა შეჩერდა

Published on

TV 25-ის მაუწყებლობა შეჩერებულია – ამის შესახებ მათ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, თუმცა მიზეზი უცნობია. როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა არხმა დროულად შეძლოს დაუბრუნდეს სრულყოფილი მაუწყებლობის რეჟიმს.

“პირველ რიგში ტვ 25-ის დიდი მხარდაჭერა გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ტვ 25-ის დიდი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს.

მოგეხსენებათ, 2025 წლის 01 იანვრიდან ტვ 25-ის საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები შეჩერებულია. შეჩერებულია ტვ 25-ის ვებგვერდი და ყველა სოციალური პლატფორმა.

ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა არხმა დროულად შეძლოს დაუბრუნდეს სრულყოფილი მაუწყებლობის რეჟიმს. იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით.

P.S ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებელს და საზოგადოებას, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვიცავთ თქვენს ინტერესებს.” ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

სასამართლომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო 1000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის სასამართლომ დაკავებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ადმინისტრაცულ სამართალდამრღვევად ცნო და სტიკერის გაკვრის გამო, 1000...

საჯრო მოსამსახურეთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი- განცხადებას ავრცელებს

ჩვენ, “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი”, არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის...

ევროპარლამენტი “ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მათე დევიძე და ოპოზიციის ლიდერები

ევროპარლამენტი გმობს 21 წლის აქტივისტის, მათე დევიძისთვის ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას...

ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით – კობახიძე

ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს, - ამის შესახებ ირაკლი...