მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ ითბობს ხელს ფაროსანას დანთებულ ცეცხლზე?

ვინ ითბობს ხელს ფაროსანას დანთებულ ცეცხლზე?

Published on

ეკონომიკის მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას საქართველოს მთავრობა 700 ათას ლარზე მეტს გადაუხდის. შპს "ედლაინი" დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ახლო ნათესავს ირაკლი თევდორაშვილს ეკუთვნის და იმავე ჰოლდინგის ნაწილია, სადაც წლების წინ თავად ქუმსიშვილი მუშაობდა.
 
საქართველოს მთავრობა ქუმსიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას სოლიდურ თანხას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიისათვის გადაუხდის.
 
ქუმსიშვილი უარყოფს, თუმცა ოპოზიციას ეჭვი, აქვს რომ ეკონომიკის მინისტრთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერი სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილის ლობირებით მოიგო.  700 ათას ლარიანი კამპანია კი რომელიც „ედლაინმა“ უნდა აწარმოოს დაგვიანებულია, რადგან მავნებელი მწერი დასავლეთ საქართველოს უკვე უტევს.
 
ტენდერი ფაროსანას საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა. სააგენტოში ამბობენ, რომ საინფორმაციო კამპანიის წარმოება დროულია.
 
კომპანია „ედლაინის“ გეგმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, საინფორმაციო კამპანია უახლოეს პერიოდში დაიწყება. სულ ჯამში საშიში მწერის წინააღმდეგ მთავრობა 50 მილიონის დახარჯვას გეგმავს. 

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...