მთავარისიახლეებისაზოგადოებასისხლიანი გარჩევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში

სისხლიანი გარჩევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში

Published on

ხაშურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს, ორი ადამიანი კი დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. 
 
 სისხლიანი გარჩევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილ რძალთან სახლში, თანმხლებ პირებთან ერთად სავარაუდოდ შურისძიების მიზნით მივიდა, სადაც მას ყოფილი რძლის ქმარი და მისი ძმა დახვდნენ. მხარეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. 
 
ჩხუბის დროს ორივე მხარემ ბლაგვი საგნები და ცივი იარაღიც გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად, ყოფილი რძლის სახლში მისული ყოფილი მაზლი გარდაიცვალა, ხოლო ამჟამინდელი ქმარი და ძმა დაჭრილები არიან და საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 
 
შსს- ს განცხადებით,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...