მთავარისიახლეებიაჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე რიჟვაძემ დააანონსა, რომ მზია ამაღლობელი "სასჯელს ვერ აცდება"

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე რიჟვაძემ დააანონსა, რომ მზია ამაღლობელი “სასჯელს ვერ აცდება”

Published on

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს ფაქტობრივად დააანონსა, რომ მზია ამაღლობელი, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, “სასჯელს ვერ აცდება”:

“პოლიციელზე ხელის აღმართვა, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და შესაბამისად, არცერთი პროფესია არ არის ინდულგენცია კონკრეტული ადამიანისთვის, რომ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში ის რაიმე სახით აცდება შესაბამის სასჯელს და პასუხისმგებლობას…” ამბობს არალეგიტიმური რიჟვაძე.

“მადლობა შს მინისტრს, რომ ისეთი ღირსეული პოლიციელები ემსახურებიან აჭარას, როგორიც ბესელია და დგებუაძეა” | რიჟვაძის მადლობა მოძალადე პოლიციელებს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).

მზია ამაღლობელს 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამაღლობელზე დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა და სახეში შეაფურთხა.

სიახლეები

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“-ნეთანიაჰუ

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“, - ასე ეხმაურება ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ...

პუტინის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა. ინფორმაცია რუსულ მედიაში...

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილოვრივი გამოცემა Ajara Times-ის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის...

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა – საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა - ინფორმაციას საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. საელჩოს...