მთავარისიახლეები"მოსამართლემ მომწყვიტა ოჯახს, საყვარელ მეგობრებს; არ ვიმსახურებ ამას..." - მათე დევიძე პატიმრობაში...

“მოსამართლემ მომწყვიტა ოჯახს, საყვარელ მეგობრებს; არ ვიმსახურებ ამას…” – მათე დევიძე პატიმრობაში დატოვეს

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 წლის მათე დევიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ის ისევ პატიმრობაში დატოვეს

დევიძემ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას მოსამართლე დავით მგელიაშვილს უთხრა, რომ ის პატიმრობას არ იმსახურებს, თუმცა მოსამართლემ ეს პოზიცია არ გაიზიარა:

„იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას”,- განაცხადა დევიძემ.

დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც ნოემბერში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დევიძეს სხვებთან ერთად, პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს.

21 წლის ახალგაზრდას “ოცნების” რეჟიმის გამომძიებლები 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...