მთავარისიახლეებისაზოგადოებასაავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

Published on

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო ზემო სვანეთისკენ მიმავალ გზებზე დროებითი შეზღუდვებია. ზუგდიდი – ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,ნახევარმისაბმელიანი ტრანსპორტისა  და ოცდაათ კაცზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, მდინარე ჩხარას ადიდების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ადიდებულმა მდინარემ, ზესტაფონი ქუთაისის დამაკავშირებელ დროებით გზას ძირი გამოაცალა და ასფალტის საფარი მთლიანად ჩამოშალა.

სწორედ ამიტომ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ცნობით, აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება. საგზაო დეპარტამენტში კი ამბობენ, რომ აღდგენითი სამუშაოები დღესვე დასრულდება და გზა დღის ბოლომდე გაიხსნება.ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო შეზღუდვებია გზებზე საქრთველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონშიც. 

 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...