მთავარისიახლეებისაზოგადოებააქ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რა არის ევროპა რეალურად - მიხაილ როთი წუხელ რუსთაველზე...

აქ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რა არის ევროპა რეალურად – მიხაილ როთი წუხელ რუსთაველზე აქციას შეუერთდა

Published on

“47-ე დღეა, ხალხი ქუჩაში გამოდის, აპროტესტებს ევროპისთვის, ჩვენი ფასეულობებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ისინი მამაცი გმირები არიან”, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეებს შეხვდა.

“ეს არის რატომაც მე ყოველთვის ვიმეორებ, რომ თბილისი და საქართველოს სხვა ბევრი ქალაქი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქები. გინდათ, იგრძნოთ ევროპული სული? არ გაემგზავროთ ბერლინში ან რომში, მადრიდში ან სხვა ევროკავშირის ლამაზ ქალაქებში. არა. ეწვიეთ თბილისს. ეწვიეთ საქართველოს. აქ თქვენ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რა არის ევროპა რეალურად. ევროპა პირველ რიგში არის ფასეულობების კავშირი, თავისუფლების, ანტიკორუფციის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და დამოუკიდებელი სასამართლოსი. ეს არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა როთმა.

მიხაელ როთის განცხადებით, მისი მიზანია მხარი დაუჭიროს ქართველებს, რომლებსაც სურთ, იცხოვრონ ევროპაში და არა რუსეთში.

“ჩემი პირველი მიზანია, რომ ვნახო ჩემი მეგობრები ისევ, რომ მივცე მოტივაცია და ვუთხრა მათ, არ არიან მარტო. მილიონობით ადამიანი, მილიონობით ერთგული ევროპელი და დემოკრატი მთელ ევროპაში, ისინი თქვენთან ერთად დგანან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. არ დანებდეთ, გთხოვთ, გააგრძელოთ მშვიდობიანი ბრძოლა ყველა ფასეულობისთვის. ეს არ არის შიდა დაპირისპირება ივანიშვილის რეჟიმთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ან ოპოზიციასთან. არა, არა და არა. ეს არის უზარმაზარი და ძალიან საშიში კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო ქართველებს, რომლებსაც სურთ, იცხოვრონ ევროპაში და არა რუსეთში. რეჟიმი ანგრევს ამ ქვეყანაში ხალხის ნათელ მომავალს. გულდასაწყვეტია, რომ ამდენმა ახალგაზრდამ, კარგად განათლებულმა, პროევროპელმა, არაჩვეულებრივმა ქართველი ხალხმა დატოვა საკუთარი ოჯახები, სახლი, მეგობრები, კომპანიები. ისინი ამ ქვეყანას ტოვებენ, რომ უკეთესი მომავალი შეიქმნან უცხოეთში. უკეთესია აქ ცხოვრება, მაგრამ მათ სურთ მეტი, ვიდრე ავტოკრატია, მეტი, ვიდრე ცხოვრების რუსული წესი. მათ სურთ ცხოვრების ევროპული გზა და სწორედ ამიტომ, ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი ხალხს აქ, საქართველოში”, – განაცხადა როთმა.

სიახლეები

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში...