მთავარისიახლეებისაზოგადოებასასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

Published on

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა – მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა.

ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადას ელოდებიან.

ფაქტს დედების პროტესტი მოჰყვა. დაკავებულები ამბობენ, რომ მათთვის განკუთვნილ ადგილას ვერ ეტევიან, უჭირთ სუნთქვა.

ირაკლი მიმინოშვილი სანამ შეუძლოდ გახდებოდა, ფეხზე იდგა. უკანა სკამზე არ დაჯდა: “ჩემებს ვერ ვხედავ, წინ ვერ ვეტევი”.

მანამდე ხალხის სიმრავლის გამო ადვოკატებმა დარბაზის შეცვლა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული დემონსტრაციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლე 8 ბრალდებულის პატიმრობის საკითხზე მსჯელობს.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...