მთავარისიახლეები"ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის" -...

“ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის” – ზურაბიშვილი

Published on

სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება და ისაუბრა იმ საერთაშორისო იზოლაციაზე, რომელშიც საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება იმყოფება.

“მაგრამ ჩვენც გვაქვს საშუალებები გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად. მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და თქვენ იცით და მე დღეს ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები მოწვევის ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის. ამის საშუალება რომ ყოფილიყო ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები. ეს ხუმრობა გვერდზე დავტოვოთ, მთავარი ისაა, რომ მივდივარ და მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ვაგრძელებთ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან” აღნიშნა პრეზიდენტმა.

ის გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის და სხვა დასავლელი ლიდერების მისამართით „ქართული ოცნების“ განცხადებებს და ამ შეფასებებს „უხეში და უზრდელური“ უწოდა.

„იცით პრეზიდენტს მაკრონის განცხადება. ის უხეში და უზრდელი პასუხები, რაც მმართველი გუნდიდან მოდის პარტნიორების მიმართულებით, დიდად არაფერს ნიშნავს, რადგან რეალურად რაც მნიშვნელოვანია, ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მხარდაჭერა მთავარი პარტნიორებისგან, რომლებიც მზად არიან დაასანქცირონ ისინი, ვინც გადაწყვიტა საქართველო წაეყვანა სხვა გზით, ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური მიმართულებით. ” განაცხადა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

ბელარუსიდან რუსეთში საწვავის მიწოდებამ ივნისში რეკორდულ დონეს მიაღწია

ბელარუსმა ივნისში ავტობენზინისა და დიზელის საწვავის სარკინიგზო მიწოდება რეკორდულ დონემდე გაზარდა რუსეთის ბაზარზე ნავთობპროდუქტების...

ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, განუცხადა Reuters-ს კრემლთან დაახლოებულმა...

პოლონეთში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ოტვოცკში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების...

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ...