მთავარისიახლეებისაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი დღის სატელევიზიო ეთერს ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი დღის სატელევიზიო ეთერს ითხოვს

Published on

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი დღის სატელევიზიო ეთერს ითხოვს და აცხადებს, რომ მაუწყებელი თავის მთავარ მისიას უნდა დაუბრუნდეს. ამის შესახებ თანამშრომლები ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი ვითხოვთ დღის სატელევიზიო ეთერს! მაუწყებელი უნდა დაუბრუნდეს თავის მთავარ მისიას – იყოს სანდო, მიუკერძოებელი და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ორიენტირებული,” – აცხადებენ მაუწყებლის თანამშრომლები.

მათი თქმით, პოლარიზებულ მედიაში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის სწორი მუშაობა და მათ არხზე უნდა ისმოდეს იმ ადამიანების ხმა, ვისაც სამსახურიდან პოზიციის დაფიქსირების გამო უშვებენ.

შეგახსენებთ, ამავე მოთხოვნით მაუწყებელთან საზოგადოება ყოველდღიურად მართავს აქციებს

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...