მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახა მიქაია- "ჩემი თანამებრძოლები სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს"

კახა მიქაია- “ჩემი თანამებრძოლები სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს” [Video]

Published on

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერი საქართველოს ფოსტის ზუგდიდის ოფისიდან თავისი თანამებრძოლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუგფლებაზე საუბრობს. კახა მიქაიამ ფოსტიდან გათავისუფლებულ 3 პიროვნებასთან ერთად დღეს ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა. მიქაიას ინფორმაციით, ფოსტიდან დავით სორდია, საშკა მოლაშხია და ალიკა გეთია პოლიტიკური აქტიურობისთვის გაათავისუფლეს. „მივმართავ პრემიერ-მინისტს, სუსს, მთავრობას, ჩვენ ვამხელთ ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევაში. არ მოვითმენთ კორუფციას და კონტრაბანდას, რომელიც სამეგრელოშია გამეფებული. მივმართავ ფოსტის უფროსს ლევან ჩიკვაიძეს, ბ-ნო ლევან, ვინ არის ის ადამიანი, ვის დავალებასაც თქვენ ასრულებს და ვინ დაგავალათ ამ 3 ადამიანის გათავისუფლება, ნუ იქნებით განტევების ვაცი და თქვით სიმართლე“- განაცხადა კახა მიქაიამ. ერთ-ერთი გათავისუფლებულის დავით სორდიას თქმით, ის ჩიკვაიძემ აპრილის ბოლოს დაიბარა და უთხრა, რომ მას შეხედულებები შეეცვალა. სორდიამ ჟურნალისტებთან ჩიკვაიძესთან დიალოგის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. სორდიას თქმით, ჩიკვაიძემ მას უთხრა რომ „ეს სამწუხაროდ მას არ უნდოდა, თუმცა ასე გამოვიდა.“ დავით სორდია ამბობს, რომ ჩიკვაიძეზე ზეწოლა ხორციელდება. ასევე მისი თქმით, 26 აპრილს ჩიკვაიძისგან ურთიერთშეთანხმების სფუძველზე შედგენილი დოკუმენტი, რომელზეც ხელი არ მოუწერია.ამის მერე დაერიცხა კომპენსაცია, თუმცა მითითებულია, რომ ეს არის აპრილის ხელფასი, რასაც სორდია პარადოქსულს უწოდებს. გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა უკვე მიმართეს ზუგდიდში მოქმედ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ომბუდსმენის აპრატს და საჭიროების შემთხვევაში ბრძოლას სამართლებრივი გზით გააგრძელებენ.
 
 

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...