მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა

ზაალ უდუმაშვილმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა

Published on

ამ წუთებში დასრულდა ნიკა გვარამიასა და ზაალ უდუმაშვილის საგანგებო ბრიფინგი.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის შეთავაზებაზე უარი განაცხადა და .მოუწოდა ურთმელიძის მიერ დანიშნულ დროებით მმართველებს შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები თუნდაც დისტანციურად. 

"სიურპრიზები ხელისუფლების მხრიდან არ მთავრდება. ერთი საათის წინ ჩვენ სრული აბსურდი მოვისმინეთ იმ ე.წ. დორებითი მმართველებისგან რომლებიც ურთმელიძემ დაუნიშნა რუსთავი 2-ს. პირველ რიგში, მაინტერესებს, როდიდან გახდა კონფიდენციალური საუბრები საჯარო განხილვების საგანი.

დიახ, მე ვადასტურებ, რომ 2 დღის წინ დავით დვალის თხოვნით შევხვდი. 2 საათის განმავლობაში ვსაუბრობდით. მე გავაცანი ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს, თუ რატომ არ იზიარებდა კომპანია იმ პოროცესს, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მე კარგად ავუხსენი მას, რომ ეს იყო ხელისუფლების წარმოებული ბრძოლა და ის იყო ხელისუფლების იარაღი. მას ჰქონდა თავისი პოზიცია. ჩვენ ვერ შევჯერდით. ჩემგან დავით დვალს თანხმობა არ მიუღია და ამით დავშორდით.

მე ძალიან მაინტერესებს, როგორ გატარდა საჯარო რეესტრი იმ ვალდებულების დოკუმენტი, რომელიც მე დამაკისრა საყვარელიშვილმა და დვალმა ისე, რომ ჩემი ხელმოწერა არ ყოფილიყო ზედ. ჩემი თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე ამ დოკუმენტის გატარება არ შეიძლებოდა და, შესაბამისად, ეს დოკუემენტი უკანონოა. მე ვარ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. მე არ ვარ გამოცდილებით ფინანსისტი და ამ ვალდებულებას მე ვერ ავიღებ ამ ვალდებულებას. 3 დღით ადრე რომ მოუნდათ ჩემზე გადმოეკისრებინათ ის ვლადებულებები, რაც კომპანიას აქვს გასასტუმრებელი, გასაგებია რაზეც მიუნიშნებს. მათ სურთ კომპანია შეიყვანონ ჩიხში. ამას ვერ მოესწრებით.

 

მე ამ ვალდებულებებს ვერ ვიღებ, ვინაიდან, ის უკანონოა. თქვენ ბატონებო, თამაზ ურთმელიძისგან ყველანაირი ვალდებულება ურთმელიძისგან გაქვთ აღებული. მოსამართლის გადწყვეტილებას თავადაც არ ეთანხმებით. თქვენ გაქვთ ყველანაირი უფლება, შეგიძლიათ დისტანციურად შეასრულოთ თქვენი მოვალეობები და ის ფინანსური ვალდებულებები, რაც კომპანიას გააჩნია, დისტანციურად მართოთ, რადგან თქვენ გააგაჩნიათ წვდომა ბუღალტერიასთან. კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენი უფლება-მოვალეობები," – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...