მთავარისიახლეებიპოლიტიკა"3 სამუშაო დღეა, რათა დროულად მოხდეს დოკუმენტაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენა და...

“3 სამუშაო დღეა, რათა დროულად მოხდეს დოკუმენტაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენა და კანონი არ დაირღვეს”, – რეზო საყევარიშვილი

Published on

"3 სამუშაო დღეა რათა დროულად მოხდეს დოკუმენტაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენა და კანონი არ დაირღვეს", – ეს განცხადება რუსთავი2-ის დროებითმმა მმართველმა რევაზ საყევარიშვილმა გააკეთა. საყევარიშვილი ამბობს, რომ მან და დავით დვალმა ზაალ უდუმაშვილს ყველა ის უფლება მიანიჭეს, რომელიც მათ მოსამართლე ურთმელიძემ მიანიჭა.

"ყველამ ვიცით, რომ რამდენიმე სამათლებრივი დავა მიდის და სხვადასხვა ისტანციებში მიმდინარეობს საქმეების განხილვა და არ ვართ დარწმუნებული რომ ამ საკითხების გადაჭრა მოხდება მოკლე ვადებში. ასევე ვიცით კონკრეტული თარიღი ეს არის 15 ნოემბერი, როდესაც უნდა მოხდეს საგადასახადო ორგანოებში შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა. თუ ეს არ მოხდა, ტელეკომპანია ხდება კანონდამრღვევი, ის ხდება ურჩი გადამხდელი და მას შეიძლება დაეკისროს სანქციები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება.

სწორედ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, გამოინახა ეს გზა, რომ ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების დელეგირება მოვახდინოთ ზაალ უდუმაშვილზე, რომელიც შეძლებს კომპანიის იურიდიული და ფინანსური ტიპის საქმიანობის უზრუნველყოფას. 15 ნოემბერი არის კვირა დღე, დღეს არის 11 ნოემბერი, 3 სამუშაო დღეა, რათა სრულფასოვნად მოხდეს ამ დოკუმენტაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენა და კანონი არ დაირღვეს. ეს არის ჩვენი ფუნქცია,"- განაცხადა რევაზ საყევარიშვილმა.

სიახლეები

მერცის თქმით, ის და ტრამპი ერთ პოზიციაზე არიან ირანის რეჟიმის ჩამოშორების საკითხში

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ერთსა და...

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...