მთავარისიახლეებიპოლიტიკა15:00 საათზე ნიკა გვარამია და ზაალ უდუმაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავენ

15:00 საათზე ნიკა გვარამია და ზაალ უდუმაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავენ

Published on

ნიკა გვარამია და ზაალ უდუმაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავენ, სადაც რევაზ საყევარიშვილს და დავით დვალს უპასუხებენ. განცხადება 15:00 საათზე გაკეთდება.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"- ის დროებითმა მმართველებმა უფლებამოსილება არხის სახეს, ნიკა გვარამიას ყოფილ მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს გადასცეს.
დროებითი მმართველების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება დამფუძნებლებთან კონსულტაციის შედეგად, სირთულეების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს . 
დავით დვალის განცხადებით, ამ საკითხზე მან ზაალ უდუმაშვილთან შეხვედრისას ისაუბრა. თუმცა, პასუხი დირექტორის მოადგილისგან ჯერჯერობით არ მიუღია.
მისი თქმით, იძულებით არაფერი მოხდება და ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ მიიღეს, რომ ტელევიზიის ფუნქციონირებას პრობლემა არ შეექმნას. 
დავით დვალმა დღესვე განმარტა, რატომ აპირებდნენ დროებითი მმართველობის განხორციელებას.მისი თქმით, ჰქონდათ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ალტერნატიული გეგმები  ისახება რუსთავი 2 – ში, საუბარი იყო ალტერნატიული ტელევიზიის შექმნაზე და სამაუწყებლო კომპანიიდან წასვლამდე აპარატურის დაზიანებაზე.

დვალის განმარტებით, მთავარი მიზანია, რომ ორგანიზაციას არ შეექმნას პრობლემა. ამ მოტივით დათანხმდნენ სამაუწყებლო კომპანიაში დროებით მმართველებოს განხორციელებას. 

 

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...