კრწანისის სასწავლო ცენტრში აფეთქებისას დაშავებულ ერთ-ერთ მამაკაცს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, დაზარალებულების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცებმა მეტალის ნივთი, სავარაუდოდ ჭურვი იპოვეს და გადააგდეს, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქებაც.უწყებაში განმარტავენ, რომ სასწავლო ცენტრის ეს კონკრეტული ნაწილი დანაღმულია და არსებობს არაერთი შესაბამისი ბანერებიც.ამ დრომდე უცნობია როგორ მოხვდნენ შემოფარგლულ ტერიტორიაზე 23 და 30 წლის ახალგაზრდები.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.„პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნული ორი მოქალაქე აგროვებდნენ სოკოს როგორც თვითონ აღნიშნეს. იპოვეს მეტალის ნივთი, შემდეგ ერთ-ერთმა მოისროლა ეს ნივთი, რომელიც აფეთქდა. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,“-განაცხადა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ყაყიჩაშვილმა.
შსს-ს საწვრთნელ ბაზაზე აფეთქებისას ორი ადამიანი დაშავდა
სიახლეები
სიახლეები
Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა
Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...
სიახლეები
“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...
სიახლეები
კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...
სიახლეები
მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....