მთავარისიახლეები"კოკა-კოლა", "მაკდონალდსი", "ველი სთორი..." - 570-ს გადასცდა თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა

“კოკა-კოლა”, “მაკდონალდსი”, “ველი სთორი…” – 570-ს გადასცდა თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა

Published on

570-ს გადასცდა თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა. უფრო კონკრეტულად, განცხადებას ამ დროისთვის ხელს 575 ბიზნესი აწერს.

განცხადებაში ბიზნესები ვითარების დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

“არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, პლატფორმის დამფუძნებლის, გიორგი ჩუგოშვილის ინფორმაციით, გუშინ, www.freebusiness.ge -ზე 862 ბიზნესის განცხადება იყო შესული.

ხემომწერი ბიზნესების ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე.

სიახლეები

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ...

“ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას “- ტრამპი

"ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას და თუ საჭირო გახდება,...

ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ყოფილ...

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...