მთავარისიახლეებისაზოგადოებათურქეთში მოკლული კახათელი ლუხუმ ჯანჯარია საქართველოში გადმოასვენეს

თურქეთში მოკლული კახათელი ლუხუმ ჯანჯარია საქართველოში გადმოასვენეს

Published on

 თურქეთში მოკლული 47 წლის ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი  საქართველოში გადმოასვენეს. მას სარფის საბაჟოზე ოჯახის წევრები დახვდნენ. ცხედარს დღესვე გადაასვენებენ სახლში, ზუგდიდში,  სოფელ კახათში. 
 
მოკლულის ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს. გარდაცვლილის დედის განცხადებით, ამჟამად მათი ერთადერთი მოთხოვნა საქმის ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯაა. ახლობლების ინფორმაციით, ლუხუმ ჯანჯარია მეზობელ ქვეყნაში მწყემსად იყო წასული. მათივე ცნობით, ის თურქეთში 12 აპრილს წავიდა და ჩასვლის მეორე დღიდან ეძებდნენ. 
 
ოჯახი ამბობს, რომ ლუხუმ ჯანჯარია რამდენიმე თვის წინ წავიდა სამუშაოდ თურქეთში. ერთერთ დამსაქმებელთან წინასწარი შეთანხმებით, მას იზმირის ქარხანაში უნდა ემუშავა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ  სამწყემსურში წასვლა და ცხვრის ფარის მოვლა შესთავაზეს, რითაც ის უკმაყოფილო იყო.
 
„სამუშაოდ ჩემმა მეზობელმა წაიყვანა, ის დახვდა და მიიყვანა ერთ-ერთ სოფელში, სადაც მწყემსად უნდა ემუშავა. მეორე დღეს ჩემმა მეზობელმა დაურეკე თავის ცოლს და უთხრა, რომ ეს ვინ გამოუშვით, ამბობს, აქ ვერ დავრჩები, უნდა წავიდეო. როგორც მითხრეს, ჩაუსვამთ ავტობუსში და გამოუშვიათ, ტაქსის ფულიც კი მიუციათ, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. პრაქტიკულად, ჩასვლის მეორე დღიდან ვეძებდით“, – განაცხადა გარდაცვლილის მამიდაშვილმა ლელა კვარაცხელიამ.ოჯახი თურქეთის პოლიციისგან ობიექტურ გამოძიებას და იმ მამაკაცის დაკითხვას ითხოვს, რომელმაც ჯანჯარია სამუშაოდ წაიყვანა.
 
ოფიციალური ვერსიით,  ლუხუმ ჯანჯარია  სტამბოლის სკვერში ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს.  ოჯახის წევრებს აღნიშნული ინფორმაციის არ სჯერათ. ისინი ეჭვობენ, რომ მკვლელობა არა სტამბოლში, არამედ იმ სოფელში მოხდა, სადაც ლუხუმ ჯანჯარია სამუშაოდ ჩავიდა, მაგრამ ცხედარი კვალის დასაფარავად გადმოიტანეს სტამბულში.  ,,ძნელად ამოსაცნობი იყო, იმიტომ რომ დიდი ხნის გარდაცვლილია.. დაზუსტებით არაფერი ვიცი.  გარდაცვლილი იპოვეს, მას ყელის არეში ჭრილობაა აქვს მიყენებული. "ექსპერტიზა ჩატარდეს და პოლიციამ გამოარკვიოს ყველაფერი…'' – ამბობს გარდაცვლილის შვილი ლევან ჯანჯარია, გამოითქმის აგრეთვე ეჭვი, რომ  ლუხუმ ჯანჯარია  მოკლულია ქართველების მიერ.
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....