მთავარისიახლეებიპოლიტიკადროებითმა მმართველებმა გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილება ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს

დროებითმა მმართველებმა გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილება ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს

Published on

რუსთავი 2-ის დროებითმა მმართველებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათ სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილება ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს. 

"ჩვენ არ შევდივართ "რუსთავი 2"-ში, მათ კი არ აქვთ მმართველობის უფლებამოსილება. ორი დღის წინ შევხვდი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს, ვისაუბრეთ ავუხსენი ჩვენი პოზიცია, რომ თუ ორივე მხარე მართლა ვართ დაინტერესებული, დაძაბულობა არ მოხდეს და მშვიდ ტემპში გაგრძელდეს ყველაფერი, მე მზად ვარ, მას გადავულოცო ჩემი უფლებამოსილება. დღეს ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად განვახორციელეთ, მე და ბატონმა რეზომ ჩვენი უფლებამოსილება მივანიჭეთ ზაალ უდუმაშვილს", – აღნიშნა დავით დვალმა. – "მას უკვე ეს უფლება მინიჭებული აქვს, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, ანუ ზაალ უდუმაშვილს სრულფასოვნად შეუძლია, განახორციელოს დროებითი მმართველის ფუნქცია", – განაცხადა დავით დვალმა. მისი თქმით, დოკუმენტი ცალმხრივად ნოტარიულად დამტკიცებულია და ზაალ უდუმაშვილს აქვს სრული უფლება აფუნქციონიროს ტელევიზია, იგი ი იმედოვნებს, რომ "მეორე მხარე შეთავაზებას მიიღებს".

დავით დვალი სასამართლოს განჩინებასაც შეეხო.  ,,ძალიან უცნაურია, მაგრამ ჩვენ და "რუსთავი 2" ერთი და იგივე პოზიციაზე ვართ –  განაცხადა დავით დვალმა, მისი თქმით, სასამართლოს განჩინებაში, რომელიც საკმაოდ ნაჩქარევად იქნა მიღებული, დაფიქსირებული ზოგიერთი პუნქტი მათთვისაც საკამათოა.

"რაც შეეხება დროებითი მმართველის შემოღების თაობაზე სიჩქარეს – ეს განპირობებული იყო შემდეგით: გვაქვს მრავალი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "რუსთავი 2"-ში ალტერნატიული გეგმები ისახება, ლაპარაკია ახალი ტელევიზიის შექმნაზე, ლაპარაკია აპარატურის დაზიანებაზე ა.შ. რეალურად მოტივაცია იყო ის, რომ ზიანი არ მიდგომოდა თავად ორგანიზაციას და პრობლემა არ შექმნოდა მის ფუნქციონირებას. ამის გამო დავთანხმდით, რომ დროებით მმართველობაში აგვეღო ტელევიზია.- განაცხადა დვალმა

 

 

 

 

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...